ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში - მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა, დაშავებულია 7 ადამიანი
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2019 10:17
ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში - მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა, დაშავებულია 7 ადამიანი

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.