წყნეთში დაშავებული 7 პირიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2019 13:10
წყნეთში დაშავებული 7 პირიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

წყნეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 პირიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა საყურადღებოა და უტარდებათ განმეორებითი კვლევები, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყნეთში მიმავალ ავტობუსს სავარაუდოდ, მუხრუჭი დაუზიანდა, რის გამოც დაგორდა და ხეებს შეეჯახა.

გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.