დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2019 14:39
დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მან დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

კირკიტაძე, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზეა დაკავებული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

ოპოზიციის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურია და მისი აზრით, პროკურატურის მიმართ ნდობა დაკარგულია.