შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი შეიქმნა
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2019 17:28
შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი შეიქმნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი.

მისივე თქმით, კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.