მწვერვალ შხარასთან დაშავებული მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2019 19:30
მწვერვალ შხარასთან დაშავებული მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

მწვერვალ შხარასთან დაშავებული მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

17 წლის მოზარდი მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს დაშავდა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დაშავებული მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.