"როდის დაასრულებთ თავხედობას და საზოგადოების შეურაცხყოფას?!"
ამობეჭდვა · 12 / 02 / 2019 22:26
"როდის დაასრულებთ თავხედობას და საზოგადოების შეურაცხყოფას?!"

"დღეს, იუსტიციის საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობა სცადა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი! განაჩენში, რომელიც აპელაციას აღარ ექვემდებარება შავით თეთრზე წერია, რომ ამ ცუდყოფილი ადამიანების ხელში სასამართლოს დატოვება არ შეიძლება! 

რათქმაუნდა სამართლებრივ დეტალებში არ შევალ, რადგან არც მეორე კლასელი ვარ და არც პირველკურსელი იურისტი, უბრალოდ მოცემულობის და შექმნილი ვითარების გათვალისწონებით ორი ხელით ვემხრობი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადებას. ამის საწინააღმდეგო არგუმენტები კი, არ მომისმენია, ცუდყოფილი მოსამართლეები მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ და რამდენიმე ადამიანის სახელსა და გვარს იმეორებდნენ. თვისებრივ, უვადოდ დანიშვნაში არაფერია ცუდი, არც გარკვეული ვადით დანიშვნა არის აპრიორში ცუდი, ორივე მოდელს აქვს პლუსები და მინუსები. ბევრ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ერთი მოდელი მუშაობს, ბევრშიც კი მეორე. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთე რომელიც მოსამართლის უვადოდ გამწესებას ახლავს და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს გულისხმობს, ამ ადამიანთა დიდი ნაწილის მხრიდან ( ცუდ რაღაცებს რომ სჩადიოდნენ) უფრო მათი ხელშეუხებლობის და თავხედობის გარანტიად აღიქმება და საბოლოოდ ბოროტებად გადაიქცევა! 

მძიმეა ამ ყველაფრის ყურება და საზოგადოების მოთმინება იწურება, გვრიტიშვილი რომ ამბობდა, დარწმუნებული ვიყავი ეკა ბესელია გაჩერდებოდაო (საინტერესოა რაზე დაყრდნობით აცხადებდა), მინდა მას და მის ჯამაათს ვკითხო - როდის დაასრულებთ თავხედობას და საზოგადოების შეურაცხყოფას?!

P.S. ყოფილი “კაგებეშნიკები” არ არსებობენ! 

ყოფილი ზონდერები არ არსებობენ! 

ყოფილი ნაცები არ არსებობენ!

ყოფილი ცუდები არ არსებობენ!", - წერს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე.

.