ქუთაისში გაზის მილს წყალი მიაერთეს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2019 09:53
ქუთაისში გაზის მილს წყალი მიაერთეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაზის მილს წყალი მიაართეს. მომხდარის ფაქტის შემდეგ, ადგილობრივებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ.

“მსგავსი არაფერი მინახავს, გაზის მილში წყალი მოედინებოდა,”- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებელმა. მოსახლეობის განცხადებით, გაზის მილებში წყალი მოედინება.

ცნობისთვის, ქუთაისში გაზის პრობლება უკვე რამდნეიმე კვირაა დგას. ბალანჩივაძის ქუჩაზე, გაზის მილები წლის მილებზე არ დაუერთებიათ, თუმცა წებოვანი ლენტით შეფუთეს.

"ნებისმიერ დროს შეიძლება კორპუსი აფეთქდეს. სიკვდილის რიგში ვდგავართ. გაცვეთილი გაზის მილებიდან ბუნებრივი აირი ჟონავს. "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები კი მოვიდნენ და მილები "დასკოჩეს", დაგვეხმარეთ,“- აცხადებენ ადგილობრივები.

წყარო: 2020news.ge

ტეგები