უკრაინის ეკლესია დასჯის ყველა მღვდელს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებისას აგიტაციით დაკავდება
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2019 09:58
უკრაინის ეკლესია დასჯის ყველა მღვდელს, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებისას აგიტაციით დაკავდება

პრეზიდენტ პოროშენკოს დიდი წვლილის მიუხედავად, რომელიც მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის პროცესში შეიტანა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ მღვდლები, რომლებიც ამბიონიდან იქადაგებენ ამა თუ იმ საპრეზიდენტო კანდიდატის, მათ შორის პოროშენკოს სასარგებლოდ, სასჯელს დაექვემდებარებიან.

"ჩვენ, როგორც ეკლესიას არ გვაქვს აგიტაციის უფლება რომელიმე კანდიდატის სასარგებლად, განსაკუთრებით, საეკლესიო ამბიონიდან. ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას ამა თუ იმ კანდიდატის აგიტაციაში. ეს ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებსა და, ზოგადად, ჩვენს ცხად პოზიციას...

შესაძლოა, იყოს ცალკეული შემთხვევები, როცა ესა თუ ის მღვდელმსახური ამბიონიდან ქადაგებისას მოუწოდებს მორწმუნეებს იმისკენ, რომ ხმა მისცენ ამა თუ იმ კანდიდატს. თუ ასეთი პრეცედენტი იქნება, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ. პირველ რიგში, ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ადამიანი ვერ გაიგებს, რომ ასე არ უნდა მოიქცეს, ჩვენ მივიღებთ ადმინისტრაციული ხასიათის გადაწყვეტილებას", - განაცხადა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

წყარო: tabula.ge

ტეგები