BBC საქართველოში ისტორიულ დრამას გადაიღებს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2019 10:53
BBC საქართველოში ისტორიულ დრამას გადაიღებს

გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას "Gentleman Jack"-ს გადაიღებს. ამის შესახებ ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა Contemporary Class Magazine-მა დაწერა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით "იმედინიუსი" ავრცელებს.

ჟურნალმა საქართველო 2019 წლის 19 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. როგორც სტატიაში წერია: "საქართველოში მოგზაურობა ნებისმიერ დროს არის კარგი. მაგრამ 2019 წელი განსაკუთრებულია. გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას "Gentleman Jack"-ს გადაიღებს, ფილმი მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ბრიტანელ მოგზაურს ენ ლისტერს ეძღვნება, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა და ქუთაისში გარდაიცვალა".

სიაში საქართველოსთან ერთად იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები, კანადა, ბულგარეთი, დანია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ.

"Gentleman Jack"-ი BBC-სა და HBO-ს ერთობლივი პროდუქტია.

ტეგები