საოკუპაციო რეჟიმი, სოფელ დიცის მიმდებარედ აღმოჩენილი საბრძოლო მასალის აფეთქებას გეგმავს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2019 13:08
საოკუპაციო რეჟიმი, სოფელ დიცის მიმდებარედ აღმოჩენილი საბრძოლო მასალის აფეთქებას გეგმავს

საოკუპაციო რეჟიმი, სოფელ დიცის მიმდებარედ აღმოჩენილი საბრძოლო მასალის აფეთქებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც საბრძოლო მასალის განადგურების შესახებ მოსახლეობაში არსებული ინფორმაცია დაადასტურეს.

„ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებული სოფელი დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ იგეგმება აღმოჩენილი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფის მიზნით მისი განადგურება“, - აღნიშნეს სუს-ში.

ტეგები