სოფელ განმუხურიდან ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს
ამობეჭდვა · 13 / 02 / 2019 15:47
სოფელ განმუხურიდან ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფელია, რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ადასტურებს. რუსმა სამხედროებმა გიგლა მიქავა და ემირ გოგოხია იმ დროს გაიტაცეს, როცა მათ თავიანთ ცხენებს საძოვარზე მიაკითხეს. გატაცებულების ახლობლების ინფორმაციით, რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთეს და მავთუხლართების გამოღმა მყოფი განმუხურის მკვიდრნი გაიტაცეს.

გატაცებულების ოჯახში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მივიდა და მათ ახლობლებს განუცხადა რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და პირების გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

ტეგები