სადგურის მოედანზე საწყობი იწვის
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2019 12:00
სადგურის მოედანზე საწყობი იწვის

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ.მ ფართობი.

ადგილზე ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობს.

მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები.

ტეგები