რაიან ადამსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2019 14:18
რაიან ადამსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

მომღერალ რაიან ადამსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. მომღერალს ბრალდება ერთდროულად 7-მა ქალმა წაუყენა.

The New York Time-ს ინფორმაციით, ადამსი ქალებს მუსიკალური კარიერის აწყობაში სთავაზობდა დახმარებას, სანაცვლოდ კი მათთან სექსუალურ კავშირს ითხოვდა.

მბრალდებლებს შორისაა მომღერლის ყოფილი ცოლი მენდი მურიც. ირკვევა ისიც, რომ ინტიმური მიმოწერა ადამსს 14 წლის გოგოსთან ჰქონდა. ბრალდებებს მუსიკოსი მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა.

„მე არ ვარ სრულყოფილი კაცი და ბევრი შეცდომაც დავუშვი. თუ ოდესმე უნებლიედ ვინმეს ვატკინე გული მინდა ბოდიში მოვუხადო“, - წერს ადამსი Twitter-ზე.

ტეგები