წყნარი ოკეანის ფსკერზე 76 წლის წინ ჩაძირული ავიამზიდი აღმოაჩინეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2019 15:42
წყნარი ოკეანის ფსკერზე 76 წლის წინ ჩაძირული ავიამზიდი აღმოაჩინეს

წყნარი ოკეანის ფსკერზე სახელგანთქმული ამერიკული ავიამზიდი აღმოაჩინეს. Usa Today-ის ინფორმაციით ხომალდი, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ცნობილი "ჰორნეტია".

ავიამზიდის სამძებრო სამუშაოებს კომპანია "ვულკანი" აწარმოებდა, რომლის ხელმძღვანელი "Microsoft"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენია. გემი 5 კილომეტრის სიღრმეშია. დიდი ავიამზიდის გარშემო, ოდესღაც გემბანზე მდგარი უამრავი თვითმფრინავია მიმოფანტული.

აქამდე "ვულკანმა" ოკეანის სიღრმეებში რამდენიმე გემს უკვე მიაგნო. ავიამზიდი "ლექსინგტონი", ლინკორი "ინდიანაპოლისი", იაპონური ლინკორი "მუსასი" და იტალიური გემი "არტილერი" კომპანიის მიერ აღმოჩენილი ხომალდების სიაშია.

ტეგები