ლადო ბედუკაძე, სავარაუდოდ, ყოფილმა პატიმარმა სცემა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2019 15:55
ლადო ბედუკაძე, სავარაუდოდ, ყოფილმა პატიმარმა სცემა

თბილისში, ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ლადო ბედუკაძეს სცემეს. ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ფიზიკური დაპირისპირება ლადო ბედუკაძესა და არსებული ინფორმაციით ყოფილ პატიმარს შორის მოხდა.



დაპირისპირების დროს მეორე მხარეც დაშავდა და ისიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.



გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. იდენტიფიცირებულია ორივე მხარე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ტეგები