ბედუკაძემ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2019 16:21
ბედუკაძემ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

ლადო ბედუკაძემ ალადაშვილის სახელობის კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი მათ კლინიკაში დღეს ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა უკვე ბინაზე გაეწერა.

"მისი მდგომარეობა ადეკვატური იყო, რადგანაც შემდგომი მკურნალობისა და ექიმის კონსულტაციისთვის ბინაზე გაეწერა“, - აცხადებენ კლინიკაში.

დღეს ციხის კადრების ავტორს ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მოხდა. ფაქტს წინ ორ მხარეს შორის კონფლიქტი უძღოდა.

გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ დროს იხდიდა, როდესაც ბედუკაძე ბადრაგად მუშაობდა.

 

წყარო: 2020news.ge

ტეგები