ვინ დაესხა თავს ლადო ბედუკაძეს?
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2019 17:22
ვინ დაესხა თავს ლადო ბედუკაძეს?

ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 35 წლის თენგიზ ნაზღაიძე დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ექსკლუციურად „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

ჩვენი ინფორამაციით, ნაზღაიძე სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იმ ციხეში იხდიდა, სადაც ლადო ბედუკაძე ზედამხედველად მუშაობდა.

შემთხვევა 2006 წელს მოხდა, რა დროსაც, ნაზღაიძემ ურთიერთშელაპარაკებისას ერთი მოქალაქე დაჭრა, მას ბრალი დაუსწრებლად, სწორედ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინეს.

ორი წლის განმავლობაში, იგი ოფიციალურად იძებნებოდა. ნაზღაიძის დაკავება სამართალდამცავებმა მხოლოდ 2008 წელს მოახერხეს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2015 წელს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძეს თავს დღეს ქაშუათის ეკლესიასთან დაესხნენ. მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

ტეგები