სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2019 17:54
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს

რამდენიმე რეგიონის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს სააგენტოსთან აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ოთარ დანელიააადასტურებს.

„ნამდვილად დაფიქსირდა ასეთი დარღვევები. მე თავს შევიკავებ კონკრეტული რაიონის დასახელებისგან, ან იმის თქმისგან, თუ როდის დაფიქსირდა აღნიშნული ფაქტი. თუმცა, ასეთი შემთხვევები იყო." - განუცხადა "პრაიმტაიმს" ოთარ დანელიამ.

მისივე განმარტებით, ვირისა და ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვა თუმცა ეს საკმარისი არ არის.

"ასეთ შემთხვევებზე კანონი საჯარიმო სანქციას ან საწარმოო უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომიტეტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასეთი ტიპის დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს".

 

ტეგები