ვინ მიაწოდა მედიას ჯეფ ბეზოსის სასიყვარულო მესიჯები?
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2019 18:51
ვინ მიაწოდა მედიას ჯეფ ბეზოსის სასიყვარულო მესიჯები?

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მას National Enquirer ჯეფ ბე­ზო­სის მიერ ლო­რენ სან­ჩე­ზის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­ა­წო­და, მა­იკლ სან­ჩე­ზია - ლო­რე­ნის ძმა. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ „ინ­დე­ფენ­დენ­თი“ წერს.

ტაბ­ლო­ი­დის წყა­როს კვალს მი­აგ­ნო გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის გუნ­დმა, რო­მელ­საც გე­ვინ დე ბე­კე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. დე ბე­კე­რი ბე­ზო­სის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის თით­ქმის 20 წე­ლია, მუ­შა­ობს.

გა­სულ კვი­რას ბე­ზო­სის ბლოგ­პოს­ტი გავ­რცელ­და. „ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ National Enquirer მისი პი­კან­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით და­ე­მუქ­რა და მოს­თხო­ვა, გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც უარ­ყოფ­და დე ბე­კე­რის მო­საზ­რე­ბას, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო.

ბე­ზოს­მა „გა­რი­გე­ბა­ზე“ უარი გა­ნა­ცხა­და, ამის ნაც­ვლად კი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა მისი ად­ვო­კა­ტე­ბის მი­მო­წე­რა კომ­პა­ნია American Media Inc-თან (AMI), რო­მე­ლიც National Enquirer-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი კი დო­ნალდ ტრამ­პის თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რია.

„ცხა­დია, არ მსურს ჩემი პი­რა­დი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნონ, თუმ­ცა არ მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მათი ცნო­ბი­ლი შან­ტა­ჟის მე­თო­დებ­ში, პო­ლი­ტი­კურ თავ­დას­ხმებ­სა და კო­რუფ­ცი­ა­ში,“ - აღ­ნიშ­ნა ბე­ზოს­მა.

დო­ნალდ ტრამპს არა­ერ­თხელ გა­უკ­რი­ტი­კე­ბია ჯეფ ბე­ზო­სი და გა­მო­ცე­მა Washington Post (რომ­ლის მფლო­ბე­ლი ბე­ზო­სია). აშშ-ს პრე­ზი­დენტს არ მოს­წონს გა­მო­ცე­მის მიერ თეთ­რი სახ­ლის კრი­ტი­კა.

მა­იკლ სან­ჩე­ზი ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რია და ასე­ვე, ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებს მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რებ­თან - რო­ჯერ სტო­უნ­თან და კარ­ტერ პე­იჯ­თან. მა­იკ­ლი არის მისი დის, ლო­რენ სან­ჩე­ზის მე­ნე­ჯე­რი.

ტეგები