„ჩემი კომენტარი პატივია ბედუკაძისთვის“ - ნიკა მელია
ამობეჭდვა · 14 / 02 / 2019 19:17
„ჩემი კომენტარი პატივია ბედუკაძისთვის“ - ნიკა მელია

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უდიდესი პატივია აი, ამ ბატონისთვის, - ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია ციხის კადრების ავტორის, ლადო ბედუკაძის ბრალდებას, რომლითაც მან მასზე განხორციელებული თავდასხმა ენმ-ს დაუკავშირა.

ნიკა მელიას თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ციხის კადრების ავტორი ფაქტობრივად, გმირად გამოაცხადა და ყველა ბრალდება მოუხსნა.

“ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე პრაქტიკულად, გმირად გამოაცხადა ლადო ბედუკაძე, ყველა ბრალი მოუხსნა. მხოლოდ ჯილდო არ დაუკიდიათ მისთვის კისერზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, მართლაც გულახდილად მიმაჩნია, რომ უდიდესი პატივია აი, ამ ბატონისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.
 

2020news.ge

ტეგები