ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 13:31
ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

სასტუმრო ჰუალინგში დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. ამის შესახებ 1tv წერს.
 
29-ე ყრილობაზე ლევან კობიაშვილი ხმათა ასპროცენტიანი შედეგით, 28 დელეგატის მიერ, მეორე ვადით იქნა არჩეული.
 
დამტკიცდა აღმასკომიც, რომლის შემადგენლობაშიც ცვლილებები არ მომხდარა. ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.
 
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში ლევან კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.