ძალიან შევწუხდი თქვენი ბავშვობის ბროკოლდეფიციტური სურათებით - ჩცდ-ს სცენარისტი
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 14:04
ძალიან შევწუხდი თქვენი ბავშვობის ბროკოლდეფიციტური სურათებით - ჩცდ-ს სცენარისტი

სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩელენჯს ეხმაურება, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ბავშვობის ფოტოების გასაზიარებლად იწვევენ.

"ძალიან შევწუხდი თქვენი ბავშვობის სურათებით. შემოვდივარ ფეისბუქზე, მინდა სამყარო შევიმეცნო, სიახლეებს გავეცნო, ვიყო ორიგინალური და მოვფინო ეს ორიგინალობა სხვებსაც, მაგრამ არა! ყველგან ეს საბჭოთა და პოსტსაჭოთა ბროკოლდეფიციტური სახეები!", - წერს ქეთი დევდარიანი.