"თბილისის მერის დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგებს ვიგრძნობთ როგორც დღეს, ასევე, ბევრი წლის შემდეგაც"
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 14:25
"თბილისის მერის დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგებს ვიგრძნობთ როგორც დღეს, ასევე, ბევრი წლის შემდეგაც"

თბილისის მერის კახა კალაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას K2-ის კოეფიციენტის მატების აკრძალვასთან დაკავშირებით მივესალმები, - ამის შესახებ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

"ეს არის პრინციპული და პროგრესული გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ჩვენი დედაქალაქის და თბილისელების საუკეთესო ინტერესებს. 

წლების მანძილზე, თბილისში მიმდინარე ურბანულმა ქაოსმა, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა და ამ პროცესს, შეიძლება ითქვას, ბოლო არ უჩანდა. ამიტომ იყო აუცილებელი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფდა სამართლებრივ ჩარჩოებს, ხოლო, მეორეს მხრივ, შეუწყობდა ხელს, თბილისის სწორ განვითარებას, რომელსაც ექნებოდა მოკლე და გრძელვადიანი ეფექტები. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში თბილისის მერის გვერდით დგანან დარგის სპეციალისტები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულები იყვნენ კონსულტაციის პროცესში", - განაცხადა დეპუტატმა.