დღეს თბილისის მერმა ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადწყვეტილება მიიღო - ნინო წილოსანი
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 14:34
დღეს თბილისის  მერმა ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადწყვეტილება მიიღო - ნინო წილოსანი

დღეს თბილისის  მერმა და საკრებულომ ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

"თბილისში  სამშენებლო კოეფიციენტის მატება აღიკვეთება  და  k2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცემა და ამოქმედდება. 

ეს რეალურად ქმედითი პირობაა იმისათვის, რომ  მომავალში აღარ აღმოცენდეს ქალაქის ვიზუალის და  ურბანული განვითარების ყველანაირი პრინციპის დამანგრეველი შენობები და ერთხელ  და სამუდამოდ, კანონის ძალით შეწყდეს სამშენებლო თვითნებობა, რომელიც  2005 წლიდან აქტირუად მიმიდნარეობდა K2 კოეფიციენტით ვაჭრობით სამშენებლო სფეროში", - განაცხადა ნინო წილოსანმა.