"თბილისში K-2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა დედაქალაქის სასურველი იერსახის ჩამოყალიბებისათვის"
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 15:23
"თბილისში K-2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა დედაქალაქის სასურველი იერსახის ჩამოყალიბებისათვის"

თბილისში კ-2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა დედაქალაქის სასურველი იერსახის ჩამოყალიბებისათვის, - ამის შესახებ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

"წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, კერძოდ კი გაზრდილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2 კოეფიციენტი) საფუძველზე გაცემულმა მშენებლობის ნებართვებმა, გამოიწვია თბილისის მუნიციპალიტეტში ქაოტური განაშენიანება. დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, სადაც ერთი და იმავე ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად, კი ერთი და იმავე ფუნქციურ ზონაში, ზოგიერთ მიწის ნაკვეთზე კ-2 კოეფიციენტის გაზრდის გამო, შენდება სხვადასხვა სიდიდის შენობები, რაც დედაქალაქის ქაოტურ განაშენიანებას იწვევს. ამდენად, ეს გადაწყვეტილება უდავოდ დროულია, ვინაიდან იგი სწორ და ერთგვაროვან განაშენიანებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა დეპუტატმა.