გიორგი ვოლსკიმ და სოფიო ქაცარავამ პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 16:17
გიორგი ვოლსკიმ და სოფიო ქაცარავამ პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, საქართველოს პარლამენტის სახელით, პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერის, იან ოლშევსკის გარდაცვალების გამო პოლონეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს.

„პირადად ჩვენი და პარლამენტის სახელით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას პოლონეთის ღვაწლმოსილი  და ერთგული მოქალაქის, ღირსეული ადამიანის, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის  იან ოლშევსკის გარდაცვალების გამო, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები თანადგომას და სამძიმარს გიცხადებთ. გულწრფელად თანავუგრძნობთ იან ოლშევსკის  ოჯახსა და სრულიად პოლონეთის მოსახლეობას. დაე, მისმა სულმა მშვიდად განისვენოს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.