თბილისში ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა - ფოტო
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 16:34
თბილისში ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა - ფოტო

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მანქანა დაზიანდა.

"ნიუპოსტის" ცნობით, შემთხვევის შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი ავტომობილი კი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ადმინისტრაციული წესით 250 ლარით დაჯარიმდა.