ახალქალაქში 30 წლის ქალი ცოლად მოყვანის მიზნით კაცმა ქუჩიდან მოიტაცა
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 16:48
ახალქალაქში 30 წლის ქალი ცოლად მოყვანის მიზნით კაცმა ქუჩიდან მოიტაცა

ახალქალაქში 30 წლის ქალი ცოლად მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა ქუჩიდან მოიტაცა.

პოლიციას მომხდარის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმა შეატყობინეს. 31 წლის კაცი სამ პირთან ერთად მალევე დააკავეს.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა, ოთხივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა.