18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 19:03
18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, ვაშლოვანის, სანაპიროს, ზანდუკელის, ბარნოვის, ძმები კაკაბაძეების და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის და ხორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის ხევის დასახლების, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის და ფერმწერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილი-3 X კვარტლის, ლილოს დასახლების, იუმაშევის, ორახელაშვილის, ქიზიყის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, კალოუბნის, შუამთის და თრიალეთის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII  მიკრორაიონების, ხერგიანის, შენგელიას და მარკ ბრონშტეინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.