ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტის კაბინა ჩამოვარდა
ამობეჭდვა · 15 / 02 / 2019 21:27
ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტის კაბინა ჩამოვარდა

ბათუმში, კობალაძის N8-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში სამგზავრო ლიფტის კაბინა ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან კაბინაში არავინ იმყოფებოდა.

ლიფტის ჩამოვარდნა, სავარაუდოდ, ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია.

ადგილზე მივიდნენ სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები, თუმცა მათი დახმარება საჭირო არ ღმოჩნდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.