სულხან მახათაძემ, ჭიათურის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგემები გააცნო
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 10:01
სულხან მახათაძემ, ჭიათურის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგემები გააცნო

ჭიათურის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, სულხან მახათაძემ, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მისი საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მაჟორიტარმა ხაზი გაუსვა პრიორიტეტებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისათვის, მათ შორის ეკოლოგიურ პრობლემებს, შრომის უსაფრთხოებას, საპენსიო რეფორმას, სოფლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას და ყველა იმ ცვლილებას რაც ამ კუთით კანონმდებლობაში განხორციელდა. შეხვედრზე დეპუტატმა ასევე ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზე.

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, სადაც საზოგადოებას ანგარიში წარვუდგინე. მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში, უშუალოდ ჩემი ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით განვახორციელეთ. ასევე ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე და მიმართულებებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. მოსახლეობას გავაცანი სამომავლო გეგმები, რომლებსაც ჩვენ 2019 წლის განმავლობაში ვსახავთ.

შედგა დიალოგი საზოგადოებასთან ყველა იმ მტკივნეულ საკითხზე, რომელიც მათ აწუხებთ“-განაცხადა ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე დეპუტატმა მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.


„მოსახლეობასა და დეპუტატს შორის დიალოგი, ასევე დეპუტატის მხრიდან ანგარიშის ჩაბარება, ეს არის ჩვენი კანონიერი ვალდებულება, და შესაბამისად ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი მიმართულებებით, განხორციელებული პროექტების თუ პროგრამების მიმართულებებით, აუცილებელია ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ და ისინი იყვნენ მუდმივად ინფორმირებული თუ რას ვგეგმავთ და რას აკეთებს მათი არჩეული ხელისყფლება და შესაბამისად ეს მჭიდრო კომუნიკაცია და უშუალო დიალოგი ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალში ერთად დავსახოთ პრობლემების გადაჭრის გზებიც და მათ მოგვარებაზე ვიზრუნოთ. ერთმანეთის გვერდში დგომით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ სწორედ იმ შედეგს, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, - განაცხადა დეპუტატმა ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდე.
 

ტეგები