ხვალ, მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალი მანქანების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 10:06
ხვალ, მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალი მანქანების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ  შეძლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს. ამის შესახებ საუბარია შსს-ს მიერ გავრცელეულ ინფორმაციაში.

"იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების  პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება.

მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ბოდიშს გიხდით, შექმნილი დისკომფორტის გამო",- ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები