გლდანში აღმოჩენილი არტეფაქტები, შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 10:19
გლდანში აღმოჩენილი არტეფაქტები, შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს

თბილისში, გლდანში აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს., -ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

"ახლადგამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს", - აცხადებენ სააგენტოში.

გლდანის ციხესთან ძველი სამარხი სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩარეცხილ მიწის ფენებში აღმოაჩინეს. ტერიტორიას შსს იცავს. ადიზე არქეოლოგები მუშაობენ.

ტეგები