8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 30 წლამდე კაცი დააკავეს
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 12:16
8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 30 წლამდე კაცი დააკავეს

აჭარაში, 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, შსს-მ 1990 წელს დაბადებული მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფრომაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 8 წლის გოგონას დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აჭარაში ერთ-ერთ სასტუმროში, სასტუმროს მეპატრონემ, რომელიც უცხოელია, 8 წლის გოგონას მიმართ რამდენჯერმე სცადა გარყვნილი ქმედება.

ფაქტთან დაკავშირებით, საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სოციალური სააგენტოს თანამშრომლები.

ტეგები