თბილისში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 12:28
თბილისში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. 

წყარო: rustavi2.ge

ტეგები