ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 12:45
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით მიმდინარეობს

15-16 თებერვალს, წინანდალში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება.

სამუშაო პროცესში, პარლამენტის წევრებთან ერთად, აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ასევე ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სუბიექტები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე მსჯელობენ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, „ენერგოეფექტურობის“ და „განახლებადი ენერგიის შესახებ“ კანონპროექტებზე და დაგეგმილ რეფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონპროექტით გამომდინარე სიახლეებს, რომლის მიზანია შიდა ბაზრის ორგანიზება, ენერგეტიკის სექტორში ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის გაზრდა; მარეგულირებელი კომისიის გაძლიერება და მისი გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულებისათვის მექანიზმების უზრუნველყოფა; ასევე, მომხმარებლის უფლებების დასაცავად ისეთი მექანიზმების შემოღება, როგორიცაა უნივერსალური და საჯარო მიწოდება და ბოლო იმედის მიმწოდებლის (ინსტიტუტის) შექმნა. ​

ტეგები