ერაყში ქალმა 7 ბავშვი გააჩინა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 12:49
ერაყში ქალმა 7 ბავშვი გააჩინა

ერაყში, 25 წლის ქალმა ბუნებრივი გზით შვიდი ბავშვი - ექვსი გოგო და ერთი ბიჭი გააჩინა. ამის შესახებ "იმედინიუსი" Daily Mail-ზე დაყრდნობით წერს.

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ოჯახს მთლიანობაში ახლა 10 ბავშვი ჰყავს.

ქალმა ერაყის აღმოსავლეთით, დიალის პროვინციაში იმშობიარა. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილების დედა თავს ჯანმრთელად გრძნობს.

მანამდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ლიბანშიც, სადაც ქალმა ექვსი ბავშვი, სამი გოგო და სამი ბიჭი გააჩინა. 

ტეგები