შსს-მ თბილისში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 13:16
შსს-მ თბილისში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის  საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 3 პირი დააკავეს. 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ი.ს.-ს და 1987 წელს დაბადებული ა.ვ.-ს ბრალი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით მიმდინარეობს.

ტეგები