ქუთაისის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 14:09
ქუთაისის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ვ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ვ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, „ტე-ტეს“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

ტეგები