ქუთაისში მეან-გინეკოლოგი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 14:28
ქუთაისში მეან-გინეკოლოგი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით მეან-გინეკოლოგი, პროფესორი შალვა თვალავაძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ შემცველი ამპულა ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. დანაშაული ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

წყარო: reginfo.ge

ტეგები