საქართველოს პროგრესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში უაღრესად დადებითად შეფასდა
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 15:25
საქართველოს პროგრესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში უაღრესად დადებითად შეფასდა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის კოორდინატორი დირკ ვეისი საქართველოს პროგრესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში უაღრესად დადებითად აფასებს.

ამის შესახებ დირკ ვეისემ სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა რომ საქართველო რეფორმებითა და გატარებული ძალისხმევით ლიდერ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის. ამ მრივ ხაზი გაესვა ფორმატის 10 წლსთავს, მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას.

ხაზი გაესვა რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავზე მნიშვნელოვანია შეფასდეს თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატის შედეგები და ასევე დაისახოს სამომავლო გეგმები, რომელიც დაფუძნებული იქნება ფორმატში ჩართული ქვეყნების ძალისხმევასა და მათ ინტერესებზე. საუბარი შეეხო გერმანიის როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარის პრიორიტეტებს.

მინისტრმა გერმანელ დიპლომატს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და რუსეთთან ურთიერთობის არსებული ფორმატების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ეგრმანიის, როგორც ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს, მხარდაჭერის კონსოლიდაციას.

ტეგები