პოლიციელები ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 18:56
პოლიციელები ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო გაათავისუფლეს

ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ორი პოლიციელი, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო, გაათავისუფლეს. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

პოლიციის 4 ინსპექტორ გამომძიებელს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც ორს მარიხუანასა და ლირიკას მოხმარება დაუდგინდა.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ტეგები