სანკტ-პეტერბურგში უნივესიტეტის შენობა ჩამოინგრა - ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 21 ადამიანია
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 19:39
სანკტ-პეტერბურგში უნივესიტეტის შენობა ჩამოინგრა - ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 21 ადამიანია

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, უნივერსიტეტის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნგრევა 5-სართულიანი შენობის 4 სართულზე, დაახლოებით 150 კვ.მ ფართობზე მოხდა. 

შემთხვევის გამო, 60 ადამიანის ევაკუაცია განხრციელდა. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 21 ადამიანი იმყოფება.

შენობის ნაწილის ნგრევა, სავარაუდოდ, სარემონტო სამუშაოების დროს ტექნიკური მოთხოვნების უგულებელყოფამ გამოიწვია.

ტეგები