17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 16 / 02 / 2019 21:32
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვიდი საქმეების შესრულების, დასვენების დღეა. ფიზიკურად არ გადაიტვირთოთ.
კურო

დაზოგეთ ძალები, მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრას. მეუღლესთან ერთად შეათანხმეთ კვირის მნიშვნელოვანი საქმეები.

ტყუპი
არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. შეიძლენა ნათესავების მოვლა მოგიწიოთ ან საპასუხისმგებლო საქმის შესრულებამ.

კირჩხიბი
სურვილების ასრულების დღეა. გაბედულად იმოქმედეთ, არაფერი შეგიშლით ხელს. იყავით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ლომი
გამოასწორეთ წარსულში დაშვებული საქმეები. შეიძლება ისეთი საქმეები შეასრულოთ, რასაც ადრე არ იკადრებდით. იყავით დაკვირვებული.

ქალწული
დილა ნათესავებთან, კოლეგებთან შეხვედრას დაუთმეთ. ზოგიერთი ახლობლების პრობლემების მოგვარებით დაკავდება.

სასწორი
გაითვალისწინეთ წარსულში დაშვებული შეცდომები და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ზოგიერთი განმარტოებასა და სიმშვიდეში დასვენებას ამჯობინებს.

მორიელი
სირთულეების მიუხედავად ვალდებულებების, გადაუდებელი საქმეების შესრულება მოგიწევთ. არ იზარმაცოთ, იყავით მიზანიმართული და დეტალებისადმი დაკვირვებული.

მშვილდოსანი
დღეს მიხვდებით, რომ წარსულში დაშვებული შეცდომებით დიდი გამოცდილება მიიღეთ. ყური დაუგდეთ უფროსების რჩევებს.

თხის რქა
დღეს დასვენებასა და განმარტოებას ვერ მოახერხებთ. ვალდებულებების, საქმეების შესრულების დღეა. ზოგიერთი მასტერკლასებს მიიღებს, ზოგი ბარიერებს დაანგრევს.

მერწყული
დააკვირდით და დატესტეთ ის ადამიანი და პროგრამა, რომელიც გაინტერესებთ. დაიცავით რეჟიმი და არ გადატვირთოთ ორგანიზმი.

თევზები
მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. კარგი დღეა დამხმარეს მოსაძებნად. ზედმეტ ვალდებულებებს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ.

ტეგები