"ვიღაც კაცი და ქალი იყვნენ ჩამოსულები, მოხუცი დაინახეს და ეს რა ხალხს უშვებთ კაფეში, სულ აღარ მოვალთო" - აკა სინჯიკაშვილი
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 00:13
"ვიღაც კაცი და ქალი იყვნენ ჩამოსულები, მოხუცი დაინახეს და ეს რა ხალხს უშვებთ კაფეში, სულ აღარ მოვალთო" - აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მარტო ჩემმა უბანმა კი არა მთელმა ქალაქმა იცის კაფე მაფშალია და მისი მფლობელი ელზა დეიდა. ეს იცით, მაგრამ ის არ იცით, რომ ელზა დეიდას ერთი პატარა ოთახი, უსახლკაროებისთვის და მშიერი ადამიანებისთვის სულ აქვს. უფასოდ აჭმევს, ჩვენს მიტანილ ნემსს უკეთებს და წამლებს ასმევს ხოლმე. ვიღაც კაცი და ქალი იყვნენ ჩამოსულები, მოხუცი დაინახეს და ეს რა ხალხს უშვებთ კაფეში , სულ აღარ მოვალთო და ელზა დეიდამ უთხრა თუ არ ჩამოხვალთ თქვენ და თქვენნაირები, აქეთ მცემთ დიდ პატივსო", - წერს სინჯიკაშვილი.

ტეგები