ჰიტლერის როლის შემსრულებელი ბრუნო ჰანცი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 10:28
ჰიტლერის როლის შემსრულებელი ბრუნო ჰანცი გარდაიცვალა

შვეიცარელი კინომსახიობი ბრუნო ჰანცი ციურიხში, საკუთარ სახლში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. გასულ წელს მას ზალცბურგის კლინიკაში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მსახიობმა კარიერა 60-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგმა ფილმებმა მოუტანა: „ამერიკელი მეგობარი“ , „ცა ბერლინის თავზე“, „ბაადერ-მაინჰოფის კომპლექსი“, „უცნობი“, „მკითხველი“ და სხვა.

ბრუნო ჰანცმა მაყურებელს თავი ყველაზე უკეთ გერმანელი რეჟისორის, ოლივერ ჰირშბიგელის ფილმით – „ბუნკერი“ დაამახსოვრა, სადაც მან ჰიტლერი განასახიერა. აღნიშნული ფილმი ბიოგრაფიული დრამაა და ოსკარის ნომინანტია.

ფილმი ისტორიკოსის იოჰიმ ფესტას წიგნს და ჰიტლერის მდივნის, ტრაუდლი იუნგის მოგონებებს ეყრდნობა და მასში სამამულო ომის ბოლო დღეებია გადმოცემული. უფრო კონკრეტულად კი, მესამე რეიხის კრახი. სიუჟეტში გადმოცემულია ფურერის პირადი სტენოგრაფისტის თვალებით დანახული ჰიტლარის და ევა ბრაუნის ბოლო საათები.

ცნობილია, რომ ბრუნო ჰანცი კარიერის განმავლობაში 80-ზე მეტ ფილმში გადაიღეს და 30-ზე მეტი კინოჯილდო ჰქონდა მიღებული.

წყარო: კვირა

ტეგები