უკრაინაში ბებიებსა და ბაბუებს შვილიშვილების აღზრდაში გადაუხდიან
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 10:46
უკრაინაში ბებიებსა და ბაბუებს შვილიშვილების აღზრდაში გადაუხდიან

უკრაინაში სპეციალური სახელმწიფო პროგრამა - „მუნიციპალური ძიძა“ ამოქმედდა.

სახელწიფოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამა 3 წლამდე ბავშვებს ეხება. ბებიებსა და ბაბუებს ბავშვის აღზრდის უფლება ენიჭებათ, თუ ისინი ფიზიკური, იურიდიული პირები, ან სულაც ინდმეწარმეები არიან, თუმცა, არა ფიზიკურ პირებს სახელმწიფო გადასახადების გადახდა მოუწევთ..

ბებიებისა და ბაბუების გარდა, პროგრამაში ჩართვის უფლება ბავშვის ნათესავებსაც აქვთ.

პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და დაინტერესებულმა პირებმა სურვილი ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელმაც პენსიაზე გასასვლელად საკმარისი სამუშაო გამოცდილება ვერ დააგროვეს.

 

წყარო: კვირა

თუმცა, პროგრამით ყველა მშობელი ვერ ისარგებლებს – გარკვეული შეზღუდვები არსებობს. შეზღუდვა შეეხებათ მშობლებს, რომლებიც აღმზრდელებად ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში მუშაობენ და ხელფასს იღებენ, ასევე, მათ ვისაც პატარები ნაშვილები ჰყავთ და სახელმწიფო ამისთვის გადასახადს უხდითს.

სახელმწიფო „მუნიციალური ძიძების“ პროგრამისთვის ერთი ოჯახისთვის, თვის განმავლობაში, 1626 გრივნას გამოჰყოფს. მთლიანად კი, წლიურად პროექტისთვის უკრაინის ბიუჯეტში 500 მილიონ გრივნაა განსაზღვრული.

ტეგები