აშშ-ში უცნობმა პირმა მძევლები აიყვანა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 11:50
აშშ-ში უცნობმა პირმა მძევლები აიყვანა

ოთხი ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში. დრამატული მოვლენები ქალაქ კლინტონში განვითარდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ბოროტმოქმედს მძევლად რამდენიმე ადამიანი საცხოვრებელ სახლში 12 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა არ სახელდება.

სამართალდამცველებმა რამდენიმე აათიანი მცდელობის შემდგე ბავშვების გათავისუფლება შეძლეს. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მომხდარის დეტალები და მიზეზი დგინდება.

ტეგები