2019 წლის იანვარში საქართველოში ირანის 576 და ინდოეთის 366 მოქალაქე არ შემოუშვეს
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 12:59
2019 წლის იანვარში საქართველოში ირანის 576 და ინდოეთის 366 მოქალაქე არ შემოუშვეს

2019 წლის იანვარში საქართველოში ირანის 576 და ინდოეთის 366 მოქალაქე არ შემოუშვეს. სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, საზღვრის კვეთა ვერ შეძლო აზერბაიჯანის 124-მა, თურქეთის 116-მა, თურქმენეთის 72-მა მოქალაქემაც.

10-ზე მეტი უარი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებზე: რუსეთი (58), სომხეთი (50), უზბეკეთი (44), პაკისტანი (28), ეგვიპტე (16), ერაყი (15), ყირგიზეთი (13), ყაზახეთი (11).

შსს-ს ცნობით, თუ 2018 წლის იანვარში უარი საქართველოში შემოსვლაზე 1047 მოქალაქეს ეთქვა, მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 1587-მდე გაიზარდა.

გაზრდილია საქართველოს სავიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტებიც. 2019 წლის იანვარში ასეთი 528 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 259 ირანის, 119 კი ჩინეთის მოქალაქეებზე მოდის.

ამასთან, იანვარში საქართველოდან ბანგლადეშის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰაიტის თითო მოქალაქე გააძევეს.

შსს-ს მონაცემებით, 2018 წელსაც ყველაზე მეტი უარი საქართველოში შემოსვლაზე დაფიქსირდა ირანისა (3224) და ინდოეთის (2254) მოქალაქეებზე. სავიზო რეჟიმის დარღვევებით ირანის (1509) და ჩინეთის (715) მოქალაქეები ლიდერობდნენ, გაძევების მაჩვენებლით კი თურქეთის (15) და ბანგლადეშის (13) მოქალაქეები.

ტეგები