მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით N61 სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2019 13:49
მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით N61 სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილსის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით განხორციელდა დასუფთავების აქცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, N61 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მანდატურებთან, სკოლის
ადმინისტრაციათან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ერთად დაასუფთავეს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მოზარდებს მართლწესრიგსა და
სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ესაუბრნენ.

მსგავსი სახის საზოგადოებრივი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის
მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. ოფიცრების შერჩევა მოხდა მოქმედი თანამშრომლებიდან,
რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

ტეგები